fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ყველა, ვინც გაისვრის, ციხეში უნდა წავიდეს” – 8 წლის ალექსიას მამა სახელმწიფოს კანონის შემოღებას სთხოვს

ლუკას სამარძისი, რომლის 8 წლის გოგონაც, ალექსია, საკუთარი სახლის ეზოში, აღდგომის კვირა დღეს თავის არეში ბრმა ტყვიით დაიჭრა, სახელმწიფოსგან კანონის შემუშავებას ითხოვს, რათა მომავალში სხვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაიცვას.

როგორც უკვე ცნობილია, 8 წლის ბავშვის მდგომარეობა გრძელვადიანი კომის შემდეგ გაუმჯობესდა, ხოლო ოჯახის მეზობელი, რომლის მიერ გასროლილი ტყვიაც მას მოხვდა, გაათავისუფლეს.

მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან აღდგომის აღსანიშნავად ისროლა და ტყვია, სწორედ ამ დროს, მოპირდაპირედ მდებარე სახლის ეზოში მყოფ ალექსიას მოხვდა.

“ის გაათავისუფლეს, ყველაფრის გარეშე, უპირობოდ. ეს არის გულგრილობა. როცა ვიღაც იღებს პისტოლეტს, ტყვია სადღაც წავა. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და შემუშავდეს კანონი, რომ ის, ვინც გაისვრის, პირდაპირ ციხეში უნდა წავიდეს,” ამბობს მძიმედ დაშავებული გოგონას მამა.

onalem

ტესტ