fbpx
საზოგადოება

მიკონოსი: ქორწინების 10 წლისთავი მე-4 ცოლთან, რომელიც 5 მილიონი ევრო დაჯდა

მიკონოსზე კიდევ ერთი დაუჯერებელად ძვირადღირებული საღამო შედგა. ქარების კუნძული ებრაელმა მილიარდერმა, იდან ოფერმა, საკუთარი ოჯახის შექმნიდან 10 წლისთავის აღსანიშნავად შეარჩია. ის ამ დროისთვის რიგით მეოთხე ქორწინებაში იმყოფება. იდან ოფერი ცნობილი ფილანთროპი და უმსხვილესი მაგნატია, რომლის ქონებაც 2019 წლის მონაცემებით 4.6 მილიარდ დოლარს უდრის. მის მფლობელობაშია საფეხბურთო კლუბი მადრიდის “ატლეტიკოც”.

მან და მისმა მეუღლემ 10 წლის წინ სწორედ მიკონოსზე იქორწინეს და მას შემდეგ საყვარელ კუნძულს ხშირად სტუმრობდნენ. ქორწინების 10-ე წლისთავის აღსანიშნავი ცერემონიის გამართვა 5 მილიონი ევრო დაჯდა. იმისთვის, რომ ყველაფერი მომზადებულიყო სამი კვირის მანძილზე 400 ადამიანი მუშაობდა და მათ 700 სტუმარს უმასპინძლეს, რომლებიც კოსმოპოლიტურ კუნძულზე იახტებითა და ვერტმფრენებით ჩავიდნენ.

onalem

ტესტ