fbpx
საბერძნეთი

“ვერ ვიტყვი, რომ საბერძნეთში მაღაზიები აღარ დაიხურება” – პანაიოტის სტაბულიდის

ვაჭრობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გენერალურმა მდივანმა, პანაიოტის სტაბულიდისმა განაცხადა, რომ საბერძნეთში აბსოლუტურად მოსალოდნელია მაღაზიების ისევ დახურვა.

“სააღდგომოდ მოთმინება გვმართებს, რომ ვნახოთ, თუ რა მოხდება. პანდემია ყოველდღე სხვადასხვა დინამიკით ვითარდება. ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით ექსპერტთა კომიტეტს და მივიღეთ გადაწყვეტილება, მათი რეკომენდაციების საფუძველზე. სადაც ისინი შესწორებებს შეიტანენ, ჩვენც შესაბამისად მოვიქცევით.

ვერ ვიტყვი, რომ საცალო ვაჭრობა ისევ არ დაიხურება. თუმცა, ვეთანხმები იმას, რომ თუკი ისევ იქნება შეზღუდვები, Click Away მაინც დარჩეს ძალაში.

დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს და ასე უნდა გაგრძელდეს. აპრილი შესანიშნავი თვეა, რომ კიდევ დავდოთ რეკორდი ვაქცინირებულთა რაოდენობის მხრივ.

იმასაც აღვნიშნავ, რომ თუკი უახლოეს კვირებში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება, შეგვიძლია გახსნა გავაგრძელოთ, ” აცხადებს სტაბულიდისი.

ამრიგად, დღეიდან მაღაზიები გაიხსნა და მუშაობა განაახლეს, თუმცა, გენერალურმა მდივანმა მათი ისევ დაკეტვა არ გამორიცხა.

onalem

ტესტ