fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ატიკაში იხურება გასართობი ცენტრები, პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში – საგანგებო ინფორმაცია ახალ ზომებთან დაკავშირებით

ხვალიდან, 16 სექტემბრიდან, ატიკის რეგიონში, კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, მოქმედებაში შედის ახალი ზომები.

ატიკის რეგიონი გამოცხადებულია “წითელ ზონად”, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსი ყველაზე დიდი სისწრაფით სწორედ აქ ვრცელდება. დღეს დაფიქსირდა ანტირეკორდი, მხოლოდ ატიკაში 197 ინფიცირებული, საერთო ჯამში კი ახალ შემთხვევათა რიცხვი 310-ს უდრის.

კერძოდ, 16 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე, ატიკის რეგიონში უნდა დავემორჩილოთ შემდეგ წესებს:

  • ყველანაირ კონცერტზე, რომელიც გაიმართება ღია ცის ქვეშ, დაიშვება აუდიტორიის მხოლოდ და მხოლოდ 50%. სავალდებულოა პირბადის ტარება და აკრძალულია ალკოჰოლი და მოწევა.
  • ცოცხალი მუსიკის გასართობი ცენტრები წყვეტენ მუშაობას და იხურებიან.
  • ზაფხულის კინოთეატრის და თეატრის სეანსებზე დასაშებია აუდიტორიის მხოლოდ 60% და პირბადის ტარება სავალდებულოა.
  • პირბადის ტარება სავალდებულოა ყველა დახურულ და ღია სამუშაო სივრცეში (როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში). ასევე, ყველა იმ ადგილას, სადაც ადამიანები გროვდებიან (სუპერმარკეტის რიგი, ავტობუსების გაჩერებები, პოლიტიკური ღონისძიებები და ა.შ.).
  • ძლიერი რეკომენდაციაა პირბადის ტარება ყველგან, საჯარო, ღია სივრცეებშიც კი.
  • იმუშავებს ბაზრების (ლაიკი) 50% და დახლებს შორის დისტანცია უნდა იყოს 3 მეტრი. ასევე, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც მომხმარებლების, ასევე მოვაჭრეებისთვის.

onalem

ტესტ