fbpx
საზოგადოება

10 ფაქტი თამთას შესახებ მათთვის, ვინც მას კარგად არ იცნობს – როგორია გზა წარმატებისკენ?!

ერთ-ერთი ინგლისურენოვანი მედია საშუალება, რომელიც ძირითადად ევროვიზიასთან დაკავშირებულ სიახლეებს ავრცელებს, განსაკუთრებით დაინტერესდა კვიპროსის წარმომადგენლით, რომელიც წელს თამთა იქნება. ეს არა მხოლოდ მისმა კონკურსში მონაწილეობამ განაპირობა, არამედ სიმღერის და შესრულების მაღალმა ხარისხმა, რომელიც უკვე იკავებს მოწინავე პოზიციებს წინასწარ გამოკითხვებში.

მაშ ასე, რა შეიძლება ვუთხრათ მის შესახებ ადამიანებს, რომლებიც ულამაზეს მომღერალს აქამდე არ იცნობდნენ?!

  1. თამთა საბერძნეთში მოღვაწეობს და კვიპროსს წარმოადგენს, მაგრამ ის საქართველოში დაიბადა, გაიზარდა და ძალიან ეამაყება საკუთარი სამშობლო. ის საბერძნეთში 22 წლის ასაკში ჩამოვიდა.

2. მას ჰყავს გოგონა, რომელიც დაუჯერებელია, მაგრამ 24 წლის არის. თამთამ ოჯახი 14 წლის ასაკში შექმნა და შვილი დედის დახმარებით აღზარდა. გოგონა ისეთივე ლამაზია, როგორიც დედა და მისი ბებია, რომლის დიდ ამაგსაც თამთა ყოველთვის ხაზს უსვამს.

3. თამთამ საბერძნეთში ჩამოსვლისთანავე დაიწყო დედის დახმარება და დამხმარედ მუშაობდა. ამ გამოცდილებამ მიიყვანა ის 2003 წელს Super Idol-მდე, რამაც შემდეგ საბუთების გაკეთებაში და ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრებაში შეუწყო ხელი. მან კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა და უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესი მხარდაჭერა და რეკომენდაცია გაუწია იმ ოჯახმა, რომელშიც ის მუშაობდა.

4. მას ევროვიზიაში მონაწილეობის მიღება აქამდეც უცდია, 2007 წელს, სიმღერით “With Love”.

5. მას სთავაზობდნენ ემღერა Fuego, რომლითაც, საბოლოოდ, კვიპროსი ელენი ფურეირამგასულ წელს  წარადგინა.

6. ის არის ბერძნული და ქართული X-Factor-ის ჟიურის საპატიო წევრი.

7. მას პიცას სუში ურჩევნია.

8. ის ნაწნავების დედოფალია.

9. ახალი არ არის, რომ თამთა საბერძნეთში სტილის კერპად არის აღიარებული.

10. ის პირველ რიგში დედაა და მერე სხვა დანარჩენი – მომღერალი ყოველთვის აღნიშნავს, თუ რამხელა ბედნიერება და პასუხისმგებლობაა დედობა და ამბობს, რომ დედამისი მის ცხოვრებაში მთავარი ადამიანია, რომელიც მხარს უჭერდა და ეხმარებოდა წარმატების მწვერვალზე ასასვლელად… მან ხომ ნულიდან დაიწყო…

onalem

ტესტ