fbpx
საზოგადოება

45 წლის ბერძენმა ხელი მოაწერა, რომ მართვით სუნთქვაზე არ გადაეყვანათ და გარდაიცვალა

სერესის საავადმყოფოს ექიმმა და კოვიდ-განყოფილების ხელმძღვანელმა, თეოფილოს კალინიკიდიმ, გაავრცელა ინფორმაცია 45 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, რომელმაც საკუთარ თავს განაჩენი, ფაქტობრივად, თავად გამოუტანა.

საუბარია სერესის სამუსიკო სკოლის 45 წლის მასწავლებელზე, რომელიც კოვიდით დაინფიცირდა და მეუღლესთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეყვანათ მართვით სუნთქვაზე.

სამწუხაროდ, მისი ორგანიზმი ვირუსმა განსაკუთრებით დაამძიმა ბოლო 24 საათში და მასწავლებელი გარდაიცვალა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცი არათუ ვაქცინაციას, არამედ პანდემიასაც კი უარყოფდა და თვლიდა, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არსებობდა. ამის გამო მოაწერა ხელი დოკუმენტსაც, რომელიც ექიმებს არ აძლევდათ უფლებას, გადაეყვანათ მართვით სუნთქვაზე.

 

onalem

ტესტ