fbpx
კრიმინალი

სასტიკი დანაშაული ეღალეოში: 20 წლის ბიჭს დედის მკვლელობისთვის ეძებენ

ბერძნული მედია სასტიკი მკვლელობის შესახებ იუწყება, რომელიც ათენში, კერძოდ ეღალეოში მოხდა.

იძებნება 20 წლის ბიჭი, რომელიც მთავარეჭვმიტანილად მიიჩნევა დედის მკვლელობის საქმეში.

ირკვევა, რომ 55 წლის ქალი სისხლის გუბეში იპოვეს. პოლიციის ადგილზე მისვლისთანავე მისმა მეორე ვაჟმა ოფიცრებს უთხრა, რომ დამნაშავე თავისი ძმა იყო, რომელიც ადგილიდან მიიმალა.

ქალს ჭრილობები მიყენებული აქვს ცივი იარაღით, სავარაუდოდ, დანით. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, არ გამოირიცხება, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს.

ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა, მოკლული კი 5 შვილს სრულიად მარტო ზრდიდა, ვინაიდან მეუღლე რამდენიმე ხნის წინ დაეღუპა.

პოლიცია ცდილობს დაადგინოს ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი და დანაშაულის მოტივი.

onalem

ტესტ