fbpx
კრიმინალისაზოგადოება

პაკისტანელებმა ბერძენი ყასაბი სცემეს, რადგან უთხრა, რომ მისი მაღაზიის წინ არ დამდგარიყვნენ

ინციდენტი თესალონიკში მოხდა. სასტიკად არის ნაცემი ხორცის მაღაზიის მფლობელი, ყასაბი, რომელსაც პაკისნატელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის მანძილზე პაკისტანის მოქალაქეები მაღაზიის წინ კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობდნენ, რამაც მამაკაცი გააღიზიანა და მოსთხოვა მიმდებარე ტერიტორიიდან წასულიყვნენ. ამის გამო პაკისტანელებმა მას დამუქრება დაუწყეს, ყასაბმა კი პოლიციას აცნობა ამის შესახებ.

განყოფილებიდან დაბრუნების შემდეგ მაღაზიაში შეიჭრა რამდენიმე პაკისტანელი და მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას დაზიანებები მთელ სხეულზე აქვს მიყენებული.

რამდენიმე ხანში პოლიციამ აიყვანა ორი მამაკაცი, რომელიც ყასაბს დაესხა თავს, დანარჩენები კი იძებნებიან.

onalem

ტესტ