fbpx
კრიმინალი

“8 ტყვია ესროლა შუბლის და გულმკერდის არეში” – ლარისაში მომხდარი მკვლელობის შემზარავი დეტალები

ლარისაში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საბერძნეთი შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, 54 წლის მამაკაცმა საკუთარი 43 წლის ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რადგან მასთან დაშორება ჰქონდა გადაწყვეტილი და თავად ამ ფაქტს ვერ ეგუებოდა.

ვრცელდება დეტალები მამაკაცის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მკვლელი იღებდა ანტიდეპრესანტებს და გადიოდა ანტიფსიქოზურ მკურნალობას. ამას გარდა, 20 დღის წინ მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც ფსიქიატრიულ საავადყოფოში მოხვდა და ექიმების მიერ კიდევ მიიღო გარკვეული დანიშნულება.

ირკვევა, რომ არსებობს აუდიო ფაილი, სადაც ისმის ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი და შემდეგ სროლის ხმაც. ქალს მოხვედრილი აქვს 8 ტვია, ერთი შუბლის, ხოლო დანარჩენები ძირითადად გულმკერდის არეში. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მის ქმარს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი მოკვლა და ამისთვის ლარისაში ათენიდან ჩავიდა.

ექსპერტის ინფორმაციით, ქალს ყველა სასიცოცხლო ორგანო დაზიანებული ჰქონდა და ადგილზე გარდაიცვალა.

onalem

ტესტ