fbpx
საბერძნეთი

საგანგებო მდგომარეობა! ვარიბობიში ცეცხლი ისევ გაღვივდა, მოსახლეობამ იქაურობა უნდა დატოვოს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ვარიბობიში ცეცხლი ისევ გაღვივდა და სამოქალაქო დაცვის სამინიტრო მოსახლეობას კონკრეტული ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს.

ხანძარი კვლავ მასშტაბურია და ამ დროისთვის განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საჰაერო ძალები, სახანძრო თვითმრინავები და ვერტმფრენები, რათა სიტუაცია კონტროლის არეში მოაქციონ.

მეხანძრეთა განცხადებით, ისმოდა აფეთქების ხმები და დიდი ალბათობით, ცეცხლი მცირე ზომის კერიდან გაღვივდა და მალევე მასშტაბური სახე მიიღო.

მოსახლეობამ, რომელიც იმყოფება იპოკრატიო პოლიტიასა და დროსოპიგის ტერიტორიებზე, აუცილებლად უნდა დატოვოს საცხოვრებლები და წამოვიდნენ ათენისკენ.

onalem

ტესტ