fbpx
საბერძნეთი

მარწყვის პლანტაციებში მომუშავე ემიგრანტებმა საკუთარი სამუშაო პირობები და ხელფასი დააწესეს

ბერძნული მედიის ცნობით, ახაიასა და ილიას ტერიტორიებზე მდებარე მარწყვის პლანტაციებში მომუშავე ემიგრანტებმა, ბანგლადეშიდან, ეგვიპტიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან, გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც დააწესეს საკუთარი პირობები და მათ შორის, ანაზღაურების მინიმუმი.

მარწყვის პლანტაციების მფლობელებს აშფოთებთ ფაქტი, რომ მათი პროდუქციის დროული ექსპორტი არ ხორციელდება, განსაკუთრებით, რუსეთში, რის გამოც მარწყვი ადგილობრივ ბაზარზე ნახევარ ფასში იყიდება. ეს მდგომარეობა აისახებოდა პლანტაციებში მომუშავეთა გრაფიკსა და ხელფასზე.

ამიერიდან ემიგრანტები არ მუშაობენ ცალ-ცალკე, არამედ საქმეს იღებენ ჯგუფურად და იმ პირობების ფარგლებში, რომლებსაც მათი ორგანიზაცია ითვალისწინებს. მაგალითისთვის, აუცილებლად უნდა იღებდნენ 1 საათში 4 ევროს, უნდა ცხოვრობდნენ შესაბამის, ჰუმანურ პირობებში და არა ისე, როგორც აქამდე, როცა მათ ჯანმრთელობასაც კი საფრთხე ემუქრებოდა. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პლანტაციებში უსაფრთხო გადაყვანით.

აქედან გამომდინარე, ბევრმა დამსაქმებელმა უკვე დაიწყო შესაბამისი პირობების მომზადება ან არსებულის გაუმჯობესება, მათი საცხოვრებლების აღჭურვა საჭირო ნივთებით, საპირფარეშოების მოშენება და ა.შ.

ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ემიგრანტებმა საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლეს, გადადგეს სერიოზული ნაბიჯი და დამსაქმებელი “აიძულეს”, სრულიად კანონიერი გზით, დამორჩილებოდა მათ წესებსა და პირობებს.

onalem

ტესტ