fbpx
საბერძნეთი

2024 წლიდან ხელფასები ზრდა საბერძნეთში – ვის ექნება სარგებელი ახალი წლიდან?!

2024 წლიდან საბერძნეთში კონკრეტული სექტორის თანამშრომლები ხელფასებზე ზრდას იხილავენ, რაც მათთვის ერთგვარი შვება იქნება. კერძოდ, ახალი წლიდან ხელფასები ეზრდებათ საჯარო სექტორის თანამშრომლებს, ასევე, მოსალოდნელია პენსიების ზრდა და გარკვეული ცვლილებები შევა კერძო სექტორში დასაქმებულთათვის, თუკი მუშაობის სამწლიანი სტაჟი აქვთ.

საერთო ჯამში 2024 წლიდან 2,5 მილიარდი ევროთი გაიზრდება სახელფასო ბიუჯეტი.

კონკრეტულად, საჯარო მოხელეებს 1-ლი იანვრიდან წლიური შემოსავალი გაეზრდებათ 1,476 ევროთი, ეს ხდება 14 წლის შემდეგ პირველად. საჯარო მოხელეთა რაოდენობა, რომელსაც ხელფასი გაეზრდება, 663.000-ია, ხოლო პენსიონერთა რაოდენობა, რომელთაც პენსიები გაეზრდებათ, 2.500.000.

ასევე სოციალურად დაუცველი 200.000 ადამიანისთვის მინიმალური სოციალური შემწეობა გაიზრდება 8%-ით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ რა სარგებელი ექნებათ კერძო სექტორის თანამშრომლებს: პირველ რიგში 3 წლიანი სტაჟის შესრულების შემდეგ მათი ხელფასი გაიზრდება 10%-ით. ფაქტობრივად, იგულისხმება, რომ თანამშრომელს ყოველი სამი წლის შესრულების შემდეგ გაეზრდება ხელფასი, პირველო სამი წლის შემდეგ 10%-ით, 6 წლის შემდეგ, 20%-ით, ხოლო 9 წლის შემდეგ ხელფასზე 30%-იანი მატება ექნებათ.

ამას გარდა, იგეგმება მინიმალური ხელფასის მეოთხედ ზრდა, რაც გადააჭარბებს 780 ევროს (აქ მოიაზრება როგორც სადაზღვევო გადასახადები, ასევე ხელზე აღებული თანხა).

onalem

ტესტ