fbpx
საბერძნეთი

“სანამ ახალ წელს სუფრასთან შევხვდებით, ყველამ თვით-ტესტი უნდა გავიკეთოთ” – თეოდოროს ვასილაკოპულოს

პროფესორი, თეოდოროს ვასულაკოპულო კოვიდ-შემთხვევების მოხშირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ახალი წლის ღამემდე უმჯობესი იქნება, რომ ყველამ გავიკეთოთ თვით-ტესტი, რათა უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი დახურულ სივრცეში.

“ახალი წლის ღამემდე ყველამ უნდა გავიკეთოთ თვით-ტესტირება, ვინაიდან შევამციროთ ვირუსის გადაცემის შანსები. ყველა პოტენციური გამავრცელებელი ვართ, როდესაც დახურულ სივრცეში ვიმყოფებით. სანამ სუფრებს მივუსხდებით და ახალ წელს შევხვდებით, გავიკეთოთ თვით-ტესტი. ვაქცინაციის მაჩვენებელი რისკ-ჯგუფებში საკმაოდ დაბალი გვაქვს და სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ მივმართოთ თავდაცვის ზომებს. თავად ვაქცინას რაც შეეხება, მოდით, ნუ დავარქმევთ ამას კოვიდის მე-5 და მე-6 დოზას, უნდა ვუწოდოთ კოვიდის ყოველწლიური ვაქცინა/აცრა. როგორც ვიცრებით გრიპსა და სხვა დაავადებებზე, ასევე უნდა ავიცრათ ხოლმე კოვიდზეც. 

უკვე აღვნიშნეთ, რომ დახურულ სივრცეებში ან თუნდაც იქ, სადაც ხალხმრავლობაა, რეკომენდირებულია პირბადის ტარება, ასევე, კარგი იქნება, სანამ ბავშვები სკოლებში დაბრუნდებიან, ჩაიტარონ თვით-ტესტირება,” აცხადებს პროფესორი.

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო გასცემს რეკომენტაციას საჯარო ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოსახლობამ, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებმა, ატარონ პირბადე.

onalem

ტესტ