fbpx
საბერძნეთი

ახალი წელი საგაზაფხულო ამინდით საბერძნეთში – 19-20 გრადუსი მომდევნო დღეების მანძილზე

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ახალ წელს საზაგაფხულო ამინდით შევხვდებით და როგორც ჩანს, მომდევნო დღეების მანძილზე თბილად ჩაცმა სულაც არ დაგვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის მეორე თვე კარს მოგვადგა.

ახალი წლიდან სინოპტიკოსები მხოლოდ ნალექს ელოდებიან დასავლეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, Π-ის ტიპის ფენომენს, მაგრამ ტემპერატურა რადიკალურად მაინც არ დაიკლებს.

ტელეკომპანია Alpha-ს პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე და მომდევნო დღეებში ტემპერატურა 19-20 გრადუსი იქნება, რაც ზამთრისთვის ნამდვილად არ არის დამახასიათებელი.

ატიკის რეგიონში ჰაერი გათბება 18 გრადუსამდე, ხოლო თესალონიკში 15 გრადუსამდე.

31 დეკემბერს საბერძნეთში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი და 19-20 გრადუსი სამხრეთით, ხოლო 1-ელ იანვარს ტემპერატურა შედარებით იკლებს, ძლიერი ფენომენების გააქტიურების გარეშე.

onalem

ტესტ