fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დააკავეს მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად სახლში 20 დღე ცხოვრობდა

შოკისმომგვრელი შემთხვევა ამალიადაში მოხდა, სადაც აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად რამდენიმე დღის მანძილზე ცხოვრობდა.

ეს ყველაფერი არც მეტი, არც ნაკლები, 20 დღის მანძილზე გრძელდებოდა და ბინიდან გამოსულმა უსიამოვნო სუნმა მეზობლები უკიდურესად შეაწუხა. სწორედ მეზობლებმა დარეკეს პოლიციაში და ადგილზე მისულმა ოფიცრებმა სახლში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით დადგინდა, რომ ქალი დაახლოებით 20 დღის გარდაცვლილი იყო.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით დაიღუპა ქალბატონი ან რატომ ცხოვრობდა მისი ვაჟი ცხედართან ერთად ამდენი დღის მანძილზე. გამოძიების დასრულებამდე მამაკაცი პატიმრობაში რჩება.

onalem

ტესტ