fbpx
საბერძნეთი

“გთხოვთ, ორშაბათიდან ყველა მაღაზიებში ნუ გაიქცევით” – პროფესორი, ალკივიადის ვატოპულო

პროფესორმა, ალკივიადის ვატოპულომ ტელეკომპანია ANT-თან საუბრისას მოსახლეობას სთხოვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 5 აპრილიდან მაღაზიები მუშაობას დაიწყებენ, ნუ წავა ყველა ერთად სავაჭროდ, რათა ეპიდმდგომარეობა არ დამძიმდეს.

“მთავარია მოსახლეობა სწორად მოიქცეს და ყველა ერთად არ წავიდეს სავაჭროდ ორშაბათს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახსნის პარალელურად, ზომები მკაცრად დავიცვათ. გთხოვთ, ყველა ერთად ნუ გაიქცევით მაღაზიებში.

როგორც ჩანს, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ჰორიზონტალური ჩაკეტვა კიდევ გაგრძელდეს. არსებული ვარაუდით, მაღაზიების ამუშავებით მომდევნო კვირას ინფიცირებულთა რიცხვი არ მოიმატებს. რაც უნდა მოხდეს, შედეგებს ვიხილავთ 15 დღის შემდეგ.

ექსპერტთა საბჭოს მაგიდაზე განსახილველად ყველანაირი საკითხი დევს, მომდევნო კვირაში გადაწყდება გაიხსნება თუ არა სკოლები 12 აპრილისთვის,” ამბობს ვატოპულო.

ორშაბათს საბერძნეთში მაღაზიები გაიხსნება click away-სა და Shop Inside-ს მეთოდებით.

 

 

onalem

ტესტ