fbpx
საბერძნეთი

კრეტა: ფინელმა ტურისტმა პოლიციაში განაცხადა, რომ 400 ევრო მოპარეს, ქურდი კი, მისივე მეუღლე აღმოჩნდა

უჩვეულო ინციდენტი კრეტაზე მოხდა, სადაც ფინელმა ტურისტმა პოლიციის განყოფილებაში განაცხადა, რომ გაძარცვეს. მას დაკარგული ჰქონდა 400 ევრო და ტელეფონი.

როდესაც ოფიცრებმა ჰკითხეს, თუ სად ცხოვრობდა და ვისთან ერთად იყო, როდესაც კუთვნილი ნივთები დაკარგა, განაცხადა, რომ ბევრი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული და შესაბამისად, არ ახსოვდა არც სასტუმროს სახელი და არც ის, ვისთან ერთად იმყოფებოდა.

პოლიციის განყოფილებაში საქმე აღიძრა და დადგინდა, რომ ქურდი მისივე მეუღლე იყო.

როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი კრეტას დატოვებას აპირებდა, თუმცა, წასვლამდე მამაკაცმა უკიდურესად ბევრი დალია და მისი მეუღლე ამ ყველაფერზე გაბრაზდა. ის არ დაელოდა ქმარს, მისი თანხა და მობილური ტელეფონი აიღო და სამშობლოში გაემგზავრა, მამაკაცი კი, კუნძულზე დატოვა.

ის კრეტადან მანამდე გაემგზავრა, სანამ ქმარი ქურდობის შესახებ შეიტანდა განაცხადს.

onalem

ტესტ