fbpx
პოლიტიკა

“2026 წლისთვის საბერძნეთი მაქსიმალურად უნდა იყოს გადასული ციფრულ სისტემაზე” – კირიაკოს პიერაკაკის

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრი, კირიაკოს პიერაკაკი, ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ანალიტიკურ ცენტრს, New America Foundation-ს ეწვია და საბერძნეთის ციფრულ სისტემაზე გადასვლაზე ისაუბრა.

მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ბიუროკრატიის შესამცირებლად და ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება იგეგმება. პიერაკაკის თქმით, 2026 წლისთვის საბერძნეთმა უნდა მიაღწიოს უფრო მაღალ დონეს და მრავალი სერვისი უნდა დაემატოს ელექტრონულ სისტემას.

“2026 წლისთვის გვსურს, რომ მოქალაქეები მესიჯის სახით იღებდნენ შეტყობინებას იმ ანალიზების შესახებ, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთონ, საკუთარი უსაფრთხოებისა და დაავადებების პრევენციისთვის. ჩვენ გვაქვს GOV.GR, რომელშიც 1398 სერვისია თავმოყრილი. ბევრი რამ შევცვალეთ და ვცდილობთ, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ.

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები (ΚΕΠ) იარსებებს, ციფრულ სისტემაზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ ისინი მუშაობას შეაჩერებენ,”
აცხადებს პიერაკაკი.

onalem

ტესტ