fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთს ომის დაწყება უნდა? რა მიზანი აქვს პროვოკაციებს?” – თურქული მედიის სკანდალური ინფორმაცია

თურქული გაზეთი, Sabah, პროვოკაციულად ამტკიცებს, რომ საბერძნეთი ის ქვეყანაა, რომელიც თურქეთს მუდმივად იწვევს და რომ მდგომარეობა 25 იანვრის შემდეგ (როდესაც ორ ქვეყანას შორის საცდელი მოლაპარაკებები დაიწყო) სწორედ მისი მიზეზებით იძაბება.

გაზეთის მიხედვით, სამშაბათს თურქული მხარე ბერძნულმა F-16-ებმა “შეაწუხეს”, რასაც ბერძნული მხარე აბსოლუტურად უარყოფს. გამოცემა სვამს ასეთ კითხვასაც კი: “უნდა თუ არა საბერძნეთს თურქეთთან ომი?”.

ამჟამად უკვე პენსიაზე გასული ადმირალი, ალი კუტლუკი ამბობს, რომ საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში სახიფათო თამაშს თამაშობს, მითუმეტეს, რომ მას მხარს უჭერენ ევროკავშირი და ამერიკა. ადმირალის თქმით, თურქეთმა უნდა სცადოს ურთიერთობების გაღრმავება ამერიკასა და ევროპასთან, რათა მეტი სიმპათია დაიმსახუროს და ბერძნულ გამოწვევებს მტკიცედ შეხვდეს.

კუტლუკი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დადგეს ეგეოსის ზღვის კუნძულების განიარაღების საკითხი.

onalem

ტესტ