fbpx
პოლიტიკა

სამი საკითხი, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა საშობაოდ განიხილავს – ნახეთ დეტალები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, არსებობს სამი საკითხი, რომელიც ამჟამად საბერძნეთის მთავრობის მიერ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დამატებით მკაცრი შეზღუდვები არ იგეგმება, მაგიდაზე მუდმივად დევს გეგმა B, თუ მისი საჭიროება დადგება.

კერძოდ, როგორც enimerotiko.gr წერს, შობა-ახალი წლისთვის მთავრობამ შესაძლოა შემდეგი ზომების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს:

პირველი – მაგიდებთან ერთად დასხდომის საშუალება ჰქონდეს მხოლოდ 6 ადამიანს, ნაცვლად ათისა, როგორც ეს ახლა არის ძალაში. ამასთანავე დასაშვები იყოს კლიენტთა მხოლოდ 80%-ის მიღება, ნაცვლად 100%-ისა.

მეორე საკითხი არის პირბადეების ყველგან ტარების ვალდებულების დაწესება. იგულისხმება, რომ პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, თუ ფიქსირდება ხალხმრავლობა.

ბოლო და ყველაზე მკაცრი ზომა – აიკრძალოს აუცრელი მოსახლეობის შესვლა ნებისმიერ კაფესა თუ ბარში, ტავერნასა თუ რესტორანში. ანუ აღარ მოქმედებდეს სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის ქონა და დასაშვები გახდეს მხოლოდ ვაქცინაციის სერთიფიკატით შესვლა.

ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელდება.

onalem

ტესტ