fbpx
საბერძნეთი

ათენში ორი შვილის დედას ეძებენ, რომელიც სამსახურში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში ახალგაზრდა ქალს ეძებენ, რომელიც სახლიდან 25 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ირინი კაპეტანაკი აგიოს ნიკოლაოს ტერიტორიიდან 25 ივლისის დილას გაუჩინარდა და მას შემდეგ სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობა.

არსებული ცნობებით, ქალი სამსახურში წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა, მისი მამა ძალიან ნერვიულობს და აცხადებს, რომ ირინის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან სხვა შემთხვევაში, ასე არ გაქრებოდა.

45 წლის ქალს ორი შვილი ჰყავს, აქედან გამომდინარე, მისი მამა ფიქრობს, რომ ბავშვებს უმიზეზოდ არ მიატოვებდა, სავარაუდოდ, რაიმე სერიოზული მოხდა. ის ითხოვს, რომ თუკი ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია აქვს მის ქალიშვილთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ დარეკოს პოლიციაში ან 1065-ის ცხელ ხაზზე.

onalem

ტესტ