fbpx
საბერძნეთი

“იოანას აქვს სამუდამო სასჯელი, ეფი კი 4-6 წელში გარეთ გამოვა” – ნიკოს ალექსანდრის

ხვალ, 21 ოქტომბერს, დიდი ალბათობით, სასამართლო ეფი კაკარანძულას განაჩენს გამოუტანს. თუმცა, შესაძლოა დაინიშნოს კიდევ ერთი პროცესი, რომელზეც ცნობილი გახდება, რა ვადით აღეკვეთება თავისუფლება ქალს, რომელმაც იოანა პალიოსპირუს სახე გაუნადგურა და მრავალწლიანი ტკივილისთვის გაიმეტა.

პალიოსპირუს ადვოკატი, ნიკოს ალექსანდრი ტელეკომპანია ΕΡΤ-თან საუბრობს:

“იოანა ელოდება განაჩენს, რომელიც ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს სტრესს, რომ გაუმკლავდეს თავის სამუდამო სასჯელს. ეჭვი არავის ეპარება, რომ იოანა სასწაულით გადარჩა. მჯერა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს, იქნება უსამართლო, თუ ის არ იქნება მიღებული მკვლელობის მცდელობის მუხლიდან გამომდინარე.

თუ განაჩენს გამოიტანენ, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ან მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებული ციხეში მხოლოდ 4-6 წელს გაატარებს.”

როგორც უკვე ცნობილია, ეფი კაკარანძულას თანამოსაკნე საკმაოდ ცივ და უემოციო ადამიანად ახასიათებს. ქალი ამბობს, რომ ციხეში მას “მჟავას” ეძახიან და ასე გაგრძელდება, რადგან ადამიანს საკუთარი ქმედება ყოველთვის თან სდევს. მან ისიც თქვა, რომ ეფი საკუთარ საქციელს არ ნანობს და საერთოდ ვერ ხვდება, თუ რის გამო იმყოფება ციხეში.

onalem

ტესტ