fbpx
საბერძნეთი

ტერორიზმში ეჭმიტანილი თურქი ადვოკატი საბერძნეთში თავშესაფარს ითხოვს

გადაწყვეტილებას, მისცემენ თუ არა მას საბერძნეთში თავშესაფარს, ერთ კვირაში მიიღებენ.

თურქმა ადვოკატმა, ზეკი რუზგარმა, საბერძნეთის საზღვარი 26 ოქტომბერს გადმოკვეთა და სამართალდამცავების ხელში მოხვდა. მას შემდეგ ის ევროსის ტერიტორიაზე, სასაზღვრო დაცვის განყოფილებაშია მოთავსებული და თურქული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 7 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ახლა ის საბერძნეთისგან თავშესაფარს ითხოვს და როგორც ბერძენი ადვოკატი აცხადებს, მის კოლეგას თურქეთში დევნიან,აქ უსამართლოდ დააკავეს და საბერძნეთმა მისი უსაფრთხოების გარანტია უნდა უზრუნველყოს.

რუზგარი ცნობილია თავისი კლიენტებისა და უცხო ქვეყანაში საკუთარი თანამემამულეების უფლებების დაცვით, თუმცა, თურქული ხელისუფლება მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ეთანხმება, რის გამოც მას საკუთარ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს ჩატარების იმედი არასოდეს ჰქონია.

განცხადება, თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე, ალექსანდრუპოლის კომპეტენტურ ორგანოებში გაკეთდა და საბოლოო პასუხის მისაღებად 1 კვირაა საჭირო.

 

 

onalem

ტესტ