fbpx
საბერძნეთი

ატიკა: რომელი სანაპიროებია ბანაობისთვის შეუსაბამო – ნახეთ სია

ათენის სამხრეთ გარეუბნებში არსებულ სანაპიროთა უმრავლესობა ბანაობისთვის შესაბამისად ითვლება, როგორც ამას ეკოლოგიური კვლევების ეროვნული ცენტრი იუწყება, თუმცა, ყოველ წელს ვრცელდება იმ სანაპიროების სიაც, სადაც წყალში ადამიანების შესვლა რეკომენდებული არ არის.

კერძოდ, ბანაობისთვის შეუსაბამო სანაპიროების სია ასე გამოიყურება:

პირეა

პირაიკი, თემისტოკლეუს სანაპირო (მილსადენი)

ფრეატიდას სანაპირო

ვოცალაკია, მუნიციპალური საცურაო აუზი.

პალეო ფალირო

ფლისვოს, მუნიციპალური გალერეის უკან

ფლისვოს, პოსიდონოს გამზირზე, მუნიციპალური გალერეიდან 200 მეტრში

ასევე სანაპირო ფლისვოს, რომელიც გაჩერება “პალმირასთან” ახლოს მდებარეობს.

სანაპირო (ფლისვოს ტერიტორიაზე), რომელიც პალეო ფალიროს მეთევზეთა და მეზღვაურთა კლუბთან ახლოს მდებარეობს.

გლიფადა

სანაპირო ასტერია – ტერიტორია, რომელიც საბავშვო გასართობი პარკის მოპირდაპირედ მდებარეობს.

საბანაოდ ასევე შეუსაბამოა სანაპირო ასტერიას ბოლო ნაწილი, რომელიც ფედრასა და დიადოხუ პავლუს ქუჩების გადასწვრივ მდებარეობს.

ვულიაღმენი

სანაპირო “ვულიაღმენის” კონკრეტული ნაწილი, რომელიც “ზამთრის მოცურავეთა ჯგუფის” სახელით მოიხსენიება.

უნდა ითქვას, რომ ძირითადად საუბარია ერთსა და იმავე ტერიტორიებზე, თუმცა, გამოყოფილია კონკრეტული ნაწილები, სადაც სინჯების აღების შემდეგ ჩატარდა კვლევები და დაიდო დასკვნა, რომ წყლის შემცველობაში არსებული ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის.

onalem

ტესტ