fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სახელმწიფომ დააწესა, მაგრამ მოძღვარმა ეკლესიაში მრევლს პირბადის ტარება აუკრძალა

დიდი გამოხმაურება მოჰყვა განცხადებას, რომელიც ფლორინაში, აგიოს გეორგიოს ტაძრის გარეთ არის გამოკრული. იქ მოღვაწე მღვდელი, მამა ანასტასიოსი კრძალავს ეკლესიაში მრევლის პირბადით შესვლას.

როგორც განცხადებაში წერია, უსაფრთხოების მიზნით პირბადის ტარება დიდ უპატივცემულობას გამოხატავს და ამიტომ მრევლს მის გარეშე მოეთხოვება ტაძარში შესვლა.

ΕΡΤ-თან საუბრისას კი მღვდელმა აღნიშნა, რომ ამით მორწმუნეებისთვის იმის შეხსენება უნდა, რომ ეკლესია ღვთის მიერ კურთხეული ადგილია და იქ კორონავირუსი ვერანაირად ვერ “შეიჭრება”.

onalem

ტესტ