fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალი სუვლაკის ჭამის დროს დაიხრჩო

სუვლაკის მირთმევა ბერძენი მოხუცისთვის ტრაგიკულად დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 85 წლის ქალი.

შემთხვევა ლამიაში გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. მოხუცს სუვლაკის მირთმევა უნდოდა და როგორც კი ჭამა დაიწყო, ხორცის ნაჭერი გადასცდა და ვეღარ სუნთქავდა.

ოჯახის წევრები პანიკაში ჩაცვივდნენ, მაგრამ მისი დახმარება რეალურად ვერავინ შეძლო. სასწრაფო დახმარების ადგილზე მოსვლის დროს კი უკვე გვიანი იყო.

მოხუცის გარდაცვალება მოგვიანებით საავადმყოფოს ექიმებმა დაადასტურეს.

onalem

ტესტ