fbpx
საზოგადოება

სად ცხოვრობს კუნძულზე სამუშაოდ წასული ხალხი – მძიმე პირობები მაშინ, როცა სასტუმროს ფასი 750 ევროდან იწყება

Protothema.gr-მა გაავრცელა ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც იმ პირობებს აღწერს, სადაც კუნძულზე სამუშაოდ წასული ხალხი ცხოვრობს. ეს არის სასტუმროს, სადაც ერთი ღამის გატარების ღირებულება 750 ევროდან იწყება. აქ არის ყველაფერი, რაც ტურისტებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენენ, თუ სად სძინავს მომსახურე პერსონალს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ.

სასტუმრო, რომელიც კერკირაზე მდებარეობს, ზღვის პირას დგას და ხუთვარსკვლავიანია. მიუხედავად ამისა, მეპატრონე დასაქმებულებს კონტეინერებში აცხოვრებს, სადაც არ არის საპირფარეშო, აბაზანა, არ მუშაობს კონდენციონერი. ტემპერატურა კი ასეთ საცხოვრებელში ზოგჯერ უდაბნოს პირობებს უტოლდება. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ კონტეინერებში ქალებსა და მამაკაცებს ერთად უწევთ ცხოვრება. შიგნით დგას მხოლოდ რკინის საწოლები და სარეცხის გაფენაც კი გარეთ უწევთ.

onalem

ტესტ