fbpx
კრიმინალი

ათენი: 7 წლის ქურდი ერმუზე – ბავშვს აქამდე მოპარული აქვს 2.000 ევრომდე

დაუჯერებელია, მაგრამ ის მხოლოდ 7 წლის არის და უკვე 2.000 ევრომდე აქვს მოპარული. პატარა ბიჭი ბიზნეს დაწესებულებებისთვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. კამერების საშუალებით დადგინდა, რომ მას პირგოსში, პატრასში და ახლა უკვე ათენშიც აქვს დანაშაული ჩადენილი.

როგორც ირკვევა, 7 წლის ბოშა ბიჭმა პირგოსში აფთიაქიდან 900 ევრო მოიპარა, პირგოსში ერთი მაღაზიიდან 700 ევროს წაღება შეძლო, ხოლო პატრასის ბენზინგასამართი სადგურიდან 70 ევრო მოიპარა.

მისი ბოლო მსხვერპლი ათენის ცენტრში, ერმუს ქუჩაზე მდებარე აფთიაქი აღმოჩნდა, საიდანაც 120 ევრო გაიტანა და შეუმჩნევლად წავიდა.

მისი მშობლების წინააღმდეგ აღძრულია საქმე, არასრულწლოვნის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის ბრალდებით.

onalem

ტესტ