fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქორწილში სიძე-პატარძლის მშობლებმა იჩხუბეს, რადგან ერთმანეთს ცეკვის საშუალებას არ აძლევდნენ

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში, კერძოდ, ახაიაში მოხდა, ორი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს.

როგორც ირკვევა, სიძის მშობლებმა და ნათესავებმა მისცეს “შეკვეთა”, რომ კონკრეტული მუსიკა ჩაერთოთ და დარბაზის ცენტრალურ ადგილას გავიდნენ, რათა ეცეკვათ. სწორედ იმ დროს ცეკვავდნენ პატარძლის მშობლები და ნათესავები და იმის გამო, რომ მოყვარეებმა თავად ითხოვეს ადგილის დათმობა საცეკვაოდ, მათ შორის დაპირისპირება წარმოიშვა.

ბიჭის მშობლები ამბობდნენ, რომ მათ მიერ შეკვეთილ მუსიკაზე მხოლოდ თავად უნდა ეცეკვათ, ხოლო გოგოს მშობლები პასუხობდნენ, რომ არ აპირებდნენ დარბაზის ცენტრის დატოვებას, რადგან ჯერ მათი ცეკვის რიგი იყო. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, მაგრამ საბედნიეროდ, დროულად გამოჩნდნენ გამშველებლები და სიტუაცია გაანეიტრალეს.

როგორც მედია იუწყება, აღნიშვნა საბოლოოდ მშვიდობიან გარემოში გაგრძელდა.

onalem

ტესტ