fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია კვირის ბოლოს უსაფრთხოების მიზნით მუშაობას აძლიერებს – ნახეთ დეტალები

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, კვირის ბოლოსთვის, 28 ოქტომბერთან დაკავშირებით, მათი მუშაობა განსაკუთრებით ძლიერდება, რათა უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული.

კერძოდ, საუბარია 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, როდესაც პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებით აქტიურად იპატრულირებს, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება და 28 ოქტომბრის დღესასწაულის მშვიდობიან გარემოში ჩავლა.

ოფიცრები მობილიზებულნი იქნებიან იქ, სადაც იქნება სადღესასწაყლო ღონისძიებები, შემოწმდება უკანონო პარკირება, დარეგულირებული იქნება საგზაო მოძრაობა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება ტროტუარებზე.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერი დასვენების დღეა და მოსახლეობის უმეტესობა სამდღიან უქმეებზე ქალაქებიდან გადის.

onalem

ტესტ