fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი მზად უნდა იყოს ყველაზე უარესი სცენარისთვის, ერდოღანი პუტინს ბაძავს” – იოანის ვალინაკის

“ბოლო წლებში ერდოღანმა გააძლიერა თავისი აგრესია ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას წინ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს, ეს არის 100 წელი ლოზანის ხელშეკრულებიდან, რაც აღსანიშნავი თარიღია მისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის.

თურქეთი ცდილობს, რომ ხმელეთი მოიპოვოს, პირდაპირი მნიშვნელობით. სირიასთან, ერაყთან უკვე გადადგა მსგავსი ექსპანსიონისტური ნაბიჯები, მაგრამ საბერძნეთს რეგიონში ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ძირითადად იმიტომ, რომ საბერძნეთის უკან დგას დასავლეთი, მისი ნაწილი მაინც.  ეგეოსის ზღვა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა მას ხელს უშლის, რომ შეასრულოს ის, როლი, რომელიც მას სურს.

ერდოღანს მრავალი მიზეზის გამო სურს, გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს საბერძნეთსა და ელინიზმს. იქნება ეს დიპლომატიური დარტყმა, ჰიბრიდული ომი თუ სამხედრო, დამოკიდებულია პოლიტიკურ მოვლენებზე. პრეზიდენტი ამზადებს თავის ხალხს ნარატივით, რომ საბერძნეთი აგრესიული ქვეყანაა.

ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბერძნეთისთვის. ერდოღანი პუტინს ბაძავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწესდა ძირითადი პრინციპი: საზღვრების ხელშეუხებლობა. რუსეთი კი, რას აკეთებს?! ეს ყველაფერი საბერძნეთისთვის უკიდურესად საშიშია. საბერძნეთი მზად უნდა იყოს ყველაზე უარესი სცენარისთვის!” – ამბობს ბერძნულ მედიასთან ათენის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, იოანის ვალინაკისი.

onalem

ტესტ