fbpx
საბერძნეთი

1 ნოემბრიდან ელექტრო ენერგიის ეკონომიურად მოხმარების გრაფიკი იცვლება – ნახეთ დეტალები

როგორც ყოველთვის, 1 ნოემბრის შემდეგ ელექტრო ენერგიის ეკონომიურად მოხმარების სპეციალური გრაფიკი იცვლება. საუბარია პროგრამაზე (ნიხტერინო რევმა), რომელიც გულისხმობს, რომ დღისა და ღამის კონკრეტულ მონაკვეთში ელექტრო ენერგიის მოხმარებისას იწერება გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე სხვა საათებში.

ზამთრის გრაფიკი განისაზღვრება 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით:

ღამის საათებში დენს ეკონომიურად მოიხმართ 02:00-დან 08:00 საათამდე, ხოლო დღის საათებში 15:00-დან 17:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა სპეციალურად უნდა იყოს ჩართული და არ ეხება ყველა მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით DEH-ს.

 

onalem

ტესტ