fbpx
პოლიტიკა

“მთავრობამ იცის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ” – კირიაკოს მიცოტაკი პირობას დებს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერას გააგრძელებს

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ პრეზიდენტ ეკატერინი საკელაროპულუსთან შეხვედრისას დადო პირობა, რომ მთავრობა მოსახლეობის სუსტი ნაწილის მხარდაჭერას გააგრძელებს და პრიორიტეტად დარჩებიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

“მთავრობამ ცხადყო, რომ გააგრძელებს ოჯახებისა და ბიზნესის მხარდაჭერას, რათა ელ. ენერგიის ხარჯები დარჩეს მისაღებ დონეზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობენ მოქალაქეები, რომელთაც ძალიან უჭირთ და ვიმეორებ, რომ ბიუჯეტის ფარგლებში, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად. ჩვენ არ შეგვიძლია გადავუხვიოთ იმ მიზნებს, რომლებიც დასახული გვაქვს. 

ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის საერთაშორისო ფასების შემცირების თაობაზე. იმედი მაქვს, რომ ევროპელი ლიდერები შეძლებენ იპოვონ გამოსავალი ინდივიდუალურ ინტერესებს მიღმა და იფიქრონ კოლექტიურ სიკეთეზე. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპული ეკონომიკისთვის, არამედ მთელი ევროპული საზოგადოებისთვის.”

მიცოტაკი ასევე შეეხო ფოფი გენიმატას გარდაცვალებიდან 1 წლისთავსაც და აღნიშნა, რომ დღეს მკერდის სიმსივნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. უმნიშვნელოვანესია, რომ ქალებმა აიმაღლონ ცნობიერება პრევენციასთან დაკავშირებით. სიმსივნის ადრეულ სტადიაზე დადგენა არის ხსნა ამ დაავადებისგან და ფოფი გენიმატას სახელობის პროგრამის ფარგლებში უკვე 40.000-მა ადამიანმა გაიკეთა უფასო გამოკვლევები და აქედან 2.000-სს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული გამოკვლევის მნიშვნელობა ფასდაუდებელია.

onalem

ტესტ