fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ახალგაზრდამ აღმოაჩინა, რომ 2020 წელს გამოწერილი100 ევროიანი ჯარიმა 60.000 ევრომდე იყო ასული

გავრცელებული ინფორმაციით, ლარისელმა ახალგაზრდამ თავის კორპუსში მისულ ქვითრებს შორის აღმოაჩინა შეტყობინება ჯარიმის შესახებ, რომელიც მას 2020 წელს გამოუწერეს, საგზაო წესების დარღვევის გამო. როგორც ახსოვდა, ის 100 ევროთი დააჯარიმეს, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა სახელმწიფო არა 100 ევროს, არამედ 60.000 ევროს გადახდას სთხოვს.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა მამაკაცი 2020 წლის ივლისში სამსახურში მიდიოდა, როდესაც საგზაო წესი დაარღვია და 100 ევროთი დააჯარიმეს, გარკვეულ დამატებით გადასახადებთან ერთად ეს თანხა ჯამში 119,17 ევროს შეადგენდა. ვინაიდან დიდი დრო გავიდა, გადაუხდელობის გამო, თანხა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და საბოლოოდ ასტრონომიულ რაოდენობამდე ავიდა – მას ამ დროისთვის 60.000 ევროს გადახდა ევალება.

არსებული ცნობებით, მამაკაცმა ადგილობრივ მერიას მიმართა, სადაც უპასუხეს, რომ ის ერთადერთი არ იყო და კიდევ ბევრ ადამიანს ჰქონდა მსგავსი შემთხვევა. ასევე განუმარტეს, რომ ეს სისტემური შეცდომა იყო და გამოსწორებას დაჰპირდნენ.

 

onalem

ტესტ