fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხვალიდან: ტემპერატურის ვარდნა და თოვლი საბერძნეთის მთიან რეგიონებში

ბერძენი სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას გვპირდებიან. 27 მარტიდან კვირის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით წვიმებია მოსალოდნელი.

დაეცემა ტემპერატურა, რომელიც ამ დრომდე სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი რჩებოდა. მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლიც კი.

აღმოსავლეთ მაკედონიაში ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება, ეპირუსში კი 7-დან 20 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

იონიის ზღვაზე იქროლებს ქარი, თუმცა, ტემპერატურა 8-დან 18 გრადუსამდე იქნება, ეგეოსის კუნძულებზე 9-დან 17 გრადუსამდე, კრეტაზე და დოდეკანესზე კი გაცილებით მაღალი 20-21 გრადუსია მოსალოდნელი.

ათენში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა, ტემპერატურა ცენტრში 12-დან 17 გრადუსამდე.

რაც შეეხება თესალონიკს, ასევე მოსალოდნელია მოღრუბლულობა, პერიოდული წვიმა, ქარი (3-5 ბალი), ტემპერატურა ქალაქის ცენტრში 8-დან 16 გრადუსამდე იმერყევებს.

 

 

onalem

ტესტ