fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

90 წლის პონტიელი ბებო, რომელიც ქართულ მანდილებს ყიდდა, პოლიციამ 200 ევროთი დააჯარიმა

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის ცენტრალურ უბანში გამართული ბაზრობიდან პოლიციამ პონტიელი 90 წლის ქალი განყოფილებაში გადაიყვანა. როგორც ამბობდნენ, ის დაკავებული იყო, თუმცა, განყოფილების უფროსმა განმარტა, რომ ქალი იქ მხოლოდ გარკვეული პროცედურებისთვის გადაიყვანეს.

როგორც 90 წლის ბები ამბობდა, ბაზარში საკუთარი ხელით ნაქსოვ პონტიურ ჩუსტებსა და ქართულ მანდილებს ყიდდა და ამით არა მხოლოდ მცირე თანხას შოულობდა, არამედ გულსაც აყოლებდა, რადგან გარეთ გადიოდა და რაღაცით კავდებოდა.

პოლიცია მას უკანონო ვაჭრობას ედავება, ქალს ლიცენზია არ ჰქონდა, რომ თავისი საქონელი ბაზარში გაეყიდა.

მოხუცი ბებო გაათავისუფლეს, მაგრამ ზუსტად 12 საათის შემდეგ სახლში მიუვიდა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ის 200 ევროთი დააჯარიმეს. ეს თანხა ზედმეტად ბევრია მოხუცისთვის, რომელიც მხოლოდ პენსიით ცხოვრობს და ეს ფულიც პირდაპირ იმ ბინის ირიცხება ქირაში, რომელშიც ის და მისი მეუღლე მარტო ცხოვრობენ.

onalem

ტესტ