fbpx
საზოგადოება

5 წლის გოგონას მშობლები გვიან მიხვდნენ, რომ შვილი დაეხრჩოთ – ტრაგედია საბერძნეთში

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ავლიდას სანაპიროზე მოხდა. 5 წლის ბავშვი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პატარა გოგონა სანაპიროზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, ის წყალში შევიდა და ძალიან დიდი ხნის მანძილზე აღარ ჩანდა. დედ-მამა გვიან მიხვდა, რომ შვილი თვალთახედვის არიდან საკმაო ხნის წინ გაუჩინარებულიყო და როდესაც მისი ძებნა დაიწყეს, მცირეწლოვანი უკვე გარდაცვლილი იყო.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ბავშვი ხალკიდას საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ მხოლოდ მისი სიკვდილი დადასტურდა, რადგან ექიმებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ.

onalem

ტესტ