fbpx
საბერძნეთი

მიკონო: მუსიკა ჩართეს და პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთში გაჩნდა

როგორც უკვე ცნობილია მიკონოზე ამ დრომდე მუსიკის ჩართვა აკრძალულია. დადუმებულია ყველა კაფე და ბარი, მაგრამ ადგილზე მყოფმა ტურისტებმა და ადგილობრივებმა სხვა საშუალება იპოვეს და მატოიანას ვიწრო ქუჩებში მაინც ჩართეს მუსიკა, დინამიკის საშუალებით.

იმპროვიზირებული წვეულება დიდხანს არ გაგრძელებულა. ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზდა პოლიცია და მაშინვე ყველაფერი დასრულდა.

როგორც ცნობილია, კოსმოპოლიტურ კუნძულზე შემზღუდველი ზომები ხვალის ჩათვლით მოქმედებს, აკრძალულია როგორც მუსიკა, ასევე ღამის საათებში გადაადგილება.

onalem

ტესტ