fbpx
საბერძნეთი

სინდაღმაზე ვაქცინის მოწინააღმდეგე 25 პირი დააკავეს – მათ შორის ერთი პოლიციელია

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ სინდაღმაზე ვაქცინის მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე 25 პირი დააკავეს.

საპროტესტო აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა, ბოლოს, შეკრებილთა ნაწილი პოლიციას დაესხა თავს. ირკვევა, რომ დაფიქსირდა ქვების, მარმარილოსა და მოლოტოვის ბომბების სროლის ფაქტებიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე დააკავეს 25 ანტივაქცერი, მათ შორის ერთ-ერთი თავად საბერძნეთის პოლიციაში მომუშავე პირია. ის სპეციალური დაცვის პოზიციაზე ბოლო 12 წელია მუშაობს და გაუგებარია, როგორ მოხვდა დემონსტრანტთა შორის და კოლეგებს დაუპირისპირდა.

დაკავებულებიდან 21 მალევე გაათავისუფლეს, ხოლო 4 მათგანი პატიმრობაში რჩება.

onalem

ტესტ