fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთს გვალვის ტალღა უახლოვდება – სადამდე აიწევს ტემპერატურა?!

მას შემდეგ, რაც საბერძნეთში მოსახლეობამ ნამდვილად ამოისუნთქა ბოლო დღეების მანძილზე და ტემპერატურა მაქსიმუმ 32 გრადუსს აღწევდა, ახლა კვლავ მოგვიწევს გვალვის ტალღასთან გამკლავება.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ივლისის თვის ბოლო კვირაში კვლავ გვალვა დაფიქსირდება და ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოთხშაბათიდან ძალიან დაცხება და მაღალი ტემპერატურა 2 აგვისტომდე შენარჩუნდება. საკის არნაუტოღლუს ცნობით, ოთხშაბათს 38 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 აგვისტომდე ტემპერატურა 40-41 გრადუსს არ ჩამოსცდება.

ირკვევა, რომ იანის კალიანო 44 გრადუსსაც კი პროგნოზირებს კვირის შუა დღეებში.

ამჟამინდელი ვარაუდით, ხუთშაბათი ყველაზე ცხელი დღე იქნება:

ატიკაში 40 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი, ცენტრალურ მაკედონიაში, 41-42 გრადუსი.

თესალიაში 41-42 გრადუსი.

იპიროს 43-44 გრადუსი.

აღმოსავლეთ პელოპონისო 41-42 გრადუსი.

იონიის კუნძულები 40 გრადუსი.

კიკლადესის კუნძულები 35 გრადუსი.

კრეტა 36 გრადუსი.

დოდეკანესი 40-41 გრადუსი.

onalem

ტესტ