fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაციის ცნობის ვადები და მე-4 დოზა – საბერძნეთი შესაძლოა სხვა გადაწყვეტილებამდე მივიდეს

პირველადი ჯანდაცვის გენერალური მდივანი, მარიოს თემისტოკლეუ აცხადებს, რომ ღიად რჩება ვაქცინაციის სერთიფიკატის ვადების ცვლილების საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულ დონეზე არ იქნება მიღებული.

თემისტოკლეუ გულისხმობს, რომ ვინაიდან ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობს დებატები, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატს ძალა მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭოს, რაც ადამიანი მე-3 დოზასაც მიიღებს, ამ მხრივ, საბერძნეთმაც უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. თუ გადაწყვეტილება ევროპაში საერთო არ იქნება, მაშინ ქვეყანას მოუწევს დამოუკიდებელი მიმართულებით წასვლა.

როგორც უკვე ცნობილია, საფრანგეთში 65 წელს ზემოთ ორჯერ აცრილი ადამიანების სერთიფიკატებს მოქმედების ვადა გაუვიდათ იქამდე, ვიდრე მესამედ არ აიცრებიან.

“თუ ევროპა საერთო გადაწყვეტილებამდე არ მივა, საბერძნეთი შესაძლოა სრულიად სხვა, დამოუკიდებელი მიმართულებით წავიდეს. რაც შეეხება კორონავირუსის მე-4 დოზის მიღებას, დაზუსტებული არ არის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს საჭირო გახდება. ამ დროისთვის არსებული მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ მე-3 დოზა იმუნიტეტის მუდმივ ხარისხს უზრუნველყოფს,” განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ვაქცინაციის სერთიფიკატი ძალაში შედის მეორე დოზით აცრიდან 14 დღის შემდეგ.

onalem

ტესტ