fbpx
საბერძნეთი

“რატომ გამოგვკეტეთ კარანტინში?!” – ბოშები ხარდალიასს პასუხს სთხოვენ

ლარისაში არსებული ვითარება ნამდვილად წარმოუდგენელია. ბოშების დასახლებაში, სადაც მინიმუმ 20 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ, თუ რა საფრთხეების წინაშე აყენებენ ისინი მთელ ქვეყანას. ადგილზე ჩასულ ნიკოს ხარდალიასს ისინი პირადად სთხოვდნენ პასუხს, თუ რატომ გამოცხადდა ამ ტერიტორიაზე კარანტინი.

ხარდალიასი მათ მოკლედ და გასაგებად პასუხობს: “დარჩით სახლში, მეტი არაფერი!” 

ლარისას მერი აცხადებს, რომ ამ ხალხის ნაწილს ვირუსის არსებობის არც კი სჯერა და სწორედ ამიტომ არანაირ ზომებს არ იცავდნენ და ისევ ისე ცხოვრობდნენ, როგორც ადრე.

პირველი ადამიანი, რომელსაც აქ კორონავირუსი დაუდგინდა, 32 წლის ბოშა მამაკაცია, შემდეგ კი საერთო ჯამში 20 ინფიცირებული გამოვლინდა.

აღნიშნული ვითარების ფონზე ხუთშაბათს ღამიდან მოქმედებს სრული კარანტინი.

onalem

ტესტ