fbpx
ჯანმრთელობა

20 ინფიცირებული ლარისას ბოშების დასახლებაში – სოტირის ციოდრასი და ნიკოს ხარდალიასი ადგილზე ჩავიდნენ

ლარისას ბოშების დასახლებაში, სიტუაციის სირთულის გამო, პროფესორი სოტირის ციოდრასი და სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიასი ჩავიდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, ადგილზე გამოვლენილია ინფიცირების 20 შემთხვევა და ლარისას მერი აცხადებს, რომ ბოშებს არ სჯერათ, რომ ვირუსი არსებობს და ამ დრომდე არანაირ ზომებს არ იცავდნენ.

სახელმწიფომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული ტერიტორია სრულ კარანტინში მოექცეს და იქაურობას პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს.

ბოშების ამ დასახლებას ახლა ნამდვილ “ბომბს” უწოდებენ და თუ იქ მაცხოვრებლები გონს არ მოეგებიან, შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მივიდეთ.

როგორც ირკვევა, კარანტინი უკვე გამოცხადდა და შესვლა-გასვლა კატეგოირულად აიკრძალა.

 

onalem

ტესტ