fbpx
საბერძნეთი

სუპერმარკეტებში შესვლის აკრძალვა და Rapid ტესტი?! – ადონის გეორგიადის განცხადება

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ ტელეკომპანია Open-თან ისაუბრა და სუპერმარკეტებში აკრძალვების დაწესების თემას შეეხო. რა თქმა უნდა, აღნიშნული აკრძალვები უკავშირდება მოსახლეობის არავაქცინირებულ ნაწილს.

“პრემიერის სასახლეში განვიხილავთ სუპერმარკეტებში შესასვლელად სწრაფი ტესტის გაკეთების ვალდებულების დაწესებას აუცრელებისთვის, თუმცა, ეს საკითხი ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. არიან ადამიანები, რომლებიც ტესტს არ გაიკეთებენ და ძალიან რთულია, აუკრძალო მათ პირველადი საჭიროების პროფუქტებზე წვდომა,” განაცხადა მინისტრმა.

მან ისიც აღნიშნა, რომ მეორე პრობლემატური საკითხია რიგები, რომლებიც პიკის საათებში შეიძლება შეიქმნას. ამას გარდა, გეორგიადიმ უკმაყოფილება გამოთქვა და უსამართლო უწოდა, სარესტორნო სფეროს მუშაკთა პრეტენზიებს, რომ თითქოს, მთავრობა არ ეხმარება მათ და ითხოვენ მეტ მხარდაჭერას.

onalem

ტესტ