fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

ხანძარი უკვე საბერძნეთის თითქმის ყველა ნაწილში გავრცელდა

საბერძნეთისთვის 4 დღიანი აუტანელი სიცხე მომგებიანი ნამდვილად არ ყოფილა. ტემპერატურამ, რომელიც 45 გრადუსსაც კი აღემატებოდა, ხანძრების გაჩენა გამოიწვია.

მთელ საბერძნეთში ორი ათეული ხანძარი დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მასშტაბური იყო მანის ტერიტორიაზე გაჩენილი  ხანძარი, რომელმაც რამდენიმე სახლი და მანქანა იმსხვერპლა.

ასევე, ბოლო 24 საათის მანძილზე მოქმედმა ქარმა კუნძულ კორფუზეც შექმნა ხანძრისთვის ხელსაყრელი პირობები და გაჩენილი ალი კიდევ უფრო გააძლიერა.

მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ხანძრის გაჩენის მაღალი ალბათობა ფიქსირდება ატიკაში, სამხრეთ ევიაში, დოდეკანესის კუნძულებსა და პელოპონესზე.

onalem

ტესტ