fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: ძლიერი სიცხის გამო სამი ადამიანი გარდაიცვალა, ათობით მათგანი საავადმყოფოშია

ძლიერი სიცხის ტალღის გამო, რომელიც საბერძნეთს სამი დღის განმავლობაში დაატყდა თავს და 45 გრადუსს აღემატებოდა, ათობით კრეტელი საავადმყოფოში მოხვდა. გარდაცვლილია სამი მოხუცი. აღნიშნული სამი დღის მანძილზე ადგილობრივ საავადმყოფოებში მინიმუმ 27 ზარი შევიდა, ხალხი დახმარებას ითხოვდა, რადგან თერმული ინსულტი აღენიშნებოდათ.

მსხვერპლთაგან პირველი 80 წლის მამაკაცი იყო, სოფელ ფანერომენიდან.

სამი დღის განმავლობაში სულ 27 სითბური ინსულტი დაფიქსირდა. პირველ დღეს, პარასკევს, 5 ინსულტი, რომელთა შორის იყვნენ ისინი, ვინც შედეგად გარდაიცვალა.

შაბათი – 8 სითბური ინსულტი, მსხვერპლთა შორის სამი მათგანი დღემდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

კვირა –  ინსულტის 14 შემთხვევა. მსხვერპლთა შორის არიან 50 წლის მამაკაცი და 40 წლის ბერი, რომელიც მაღალი ტემპერატურით საავადმყოფოში მოათავსეს.

სითბური ინსულტი არის მდგომარეობა, რომელსაც იქვევს სხეულში ზედმეტად მაღალი ტემპერატურა. ამ დროს ხდება ორგანიზმის სრული დეჰიდრატაცია, რის შედეგადაც სხეულში ტემპერატურა უკონტროლო ხდება.

ყველაზე საშინელი ზიანი სითბურ ინსულტს შეუძლია მოგაყენოთ, როდესაც თქვენს სხეულში ტემეპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. გამომდინარე აქედან, საბერძნეთში დაფიქსირებული ტემპერატურა და გამოწვეული შედეგები გასაოცარი ნამდვილად არ არის.

onalem

ტესტ