fbpx
საბერძნეთი

დიდი ზარალი თესალონიკში უამინდობის გამო – წყალმა მანქანებიც კი წაიღო

დასავლეთ თესალონიკში აუმინდობამ, რომელსაც უხვი ნალექი და სეტყვა მოჰყვა, დიდი ზარალი გამოიწვია. დატბორილია ქუჩები, გზები, სახლები – ივნისის თვისთვის ეს ყველაფერი უკიდურესად უჩვეულოა.

ვრცელდება კადრები, როგორ მიაქვს წყლის ნაკადს მანქანა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, სულ მცირე სამ მანქანას ეწია მსგავსი ბედი.

უამინდობის ტალღა დღესაც შენარჩუნდება და ხვალიდან ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდები გველის, მაგრამ როგორც კადრებიდან ჩანს, თესალონიკის მოსახლეობას საკმაო დრო დასჭირდება სახლების ტალახისგან გასუფთავებისა და ზარალის მოგვარებისთვის.

onalem

ტესტ