fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“ჩემი ცხოვრება გავინადგურე, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვიცი, რომ ეს ერთი პატარა სიტყვაა” – ანაგნოსტოპულოს ჩვენება

გუშინ ანაგნოსტოპულო გამომძიებლის წინაშე წარსდგა და ოფიციალური ჩვენება მისცა. ცოლის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ გაცნობიერებული აქვს საკუთარი დანაშაულის სიმძიმე და მზად არის პასუხი აგოს.

“ბოდიშს ვიხდი. გავანადგურე ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება. ვაცნობიერებ ჩემი ქმედების სიმძიმეს და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვიცი, რომ ბოდიში ერთი პატარა სიტყვაა. ვნანობ და მინდა, დროის უკან დაბრუნება შემეძლოს, მაგრამ სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შემიძლია.

კაროლაინის ქცევებში ცვლილებები მაშინ დაიწყო, როდესაც პირველი ბავშვი დავკარგეთ. რამდენიმე თვეში ისევ დაფეხმძიმდა და ჩემ მიმართ ძალიან აგრესიული გახდა. ფსიქოლოგს სწორედ იმისთვის მივმართეთ, რომ ოჯახი გადაგვერჩინა. მისი ხასიათი მუდმივად იცვლებოდა, თავიდან დათანხმდა სესიებზე სიარულზე, მაგრამ ნელ-ნელა სხვადასხვა მიზეზებს პოულობდა და საბოლოოდ შეწყვიტა კიდეც ფსიქოლოგთან ვიზიტები.

მისი მოკვლა არ მქონდა დაგეგმილი და განზრახული, ამაზე არასოდეს მიფიქრია. ეს ყველაფერი გამოიწვია იმ წუთიერმა სიტუაციამ. ახლა ჩემი ერთადერთი ფიქრი ჩემი შვილია,” თქვა ხარალამბოს ანაგნოსტოპულომ.

onalem

ტესტ