fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ფრთხილად ათენში ტაქსით მგზავრობისას! – მათ მართვის მოწმობა არ აქვთ და თანხაშიც გატყუებენ

საგზაო პოლიცია ათენის მაცხოვრებლებისთვის გაფრთხილების სახით გარკვეულ ინფორმაციას ავრცელებს. |

დაკავებულია ტაქსის მინიმუმ 10 მძღოლი, რომელთაც ყალბი მართვის მოწმობები აღმოაჩნდათ. გარდა ამისა, აქედან ხუთს დარღვევა დაუფიქსირდა ჩეკებთან დაკავშირებითაც, ისინი კლიენტებს გაცილებით მეტს ახდევინებდნენ.

თითოეულ დაკავებულს რეალურად მანქანის მართვის უფლებაც არ აქვს, ამიტომ თუ არ გავითვალისწინებთ კანონდარღვევას, მათთან ერთად მგზავრობა, ადამიანისთვის საფრთხის შემცველადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

აღნიშნულის გამო ტაქსის მძღოლებზე კონტროლი ქალაქის მასშტაბით მკაცრდება, გამომდინარე იქიდან, რომ რომ თავად მოსახლეობისთვის რთულია იმის ამოცნობა, თუ ვინ ზის ამა თუ იმ ტაქსის საჭესთან. თქვენ ვერც მართვის მოწმობის ორიგინალობას დაადგენთ და ვერც იმას დაუმტკიცებთ, თუ რამდენი უნდა გადაიხადოთ კონკრეტულ მანძილზე მგზავრობისას.

 

onalem

ტესტ