fbpx
კრიმინალი

სად სჯობს: ბერძნულ ციხეში თუ გისოსებს გარეთ?! – ალბანელი პატიმრების ლაივ ჩართვა კორიდალოდან

კადრებით, რომლებიც კორიდალოს ციხიდან ვრცელდება, რთულია იმსჯელო, ალბანელი პატიმრებისთვის ეს ნამდვილად საკანია, თუ ისინი ბევრად კარგ პირობებში არიან, ვიდრე გისოსებს გარეთ იქნებოდნენ. საპყრობილე აღჭურვილია ბოლო დონის ტექნიკით, ტელევიზორებით, კომპიუტერებით და ა.შ. მათ ერთგვარი “ფართი” აქვთ მოწყობილი, სვამენ და ათასობით ევროს ჰაერში ისვრიან. აფიქსირებენ, რომ მათთვის ფულს ჩალის ფასი აქვს.

ალბანელებმა ფეისბუქის საშუალებით პირდაპირი ჩართვა გააკეთეს და ათენში, სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებელ ალბანელებს “თავიანთი ვილით სარგებლობას” ურჩევდნენ.

სწორედ ამავე ციხეში რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პატიმარი მოკლეს.

კორიდალოს ციხიდან, კიდევ რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პატიმარს სხვაგან უშვებენ, რათა უფრო შეზღუდული გახდეს.

რთულად დასაჯერებელია, რომ ქვემოთ მოცემული ვიდეო ციხიდან ვრცელდება, სადაც საკმაოდ მძიმე დანაშაულებისთვის ხვდებიან.

onalem

ტესტ